''მთავარი ხალხი, ვინც რ2-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ, აწი ხვეწნას არ ვაპირებ'' - გვარამია

21 აგვისტო 2019, 15:43 2059 ნახვა

ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის  ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხის თანამშრომლებს მიმართავს ამბობს, რომ ახალი ტელევიზიისთვის ფინანსები, შენობა და ტექნიკა აქვთ.

გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეთავაზება გაკეთებულია და ხვეწნას არ აპირებს. 

''მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ.

აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და

მოიპოვეთ
ჩვენთან 
ერთად
თავისუფლება

ps ბოლო ოთხის სიტყვა მთავარი არხის სლოგანია

pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის'' - დაწერა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გვარამიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში