სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგი

30 აგვისტო 2016, 00:00 3244 ნახვა

საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს. უჩა ნანუაშვილმა არჩევნების დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგის შედეგების პროექტი წარუდგინა. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით  განხორციელებული პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატის 8 რეგიონულ ოფისში რეაგირების 26 ჯგუფი იმუშავებს, დაინიშნება 8 სასამართლო მონიტორინგი და ამდენივე რეგიონული კოორდინატორი. ჯგუფები აჭარის რეგიონშიც იმუშავებენ. არჩევნების დასრულების შემდეგ ომბუცმენი სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი