6 დან 8 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში საპლაჟო ფრენბურთში აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრება ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის ჩატარდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 4000 ევროა. შეჯიბრება ბათუმის ბულვარის ქვიშის მოედანზე გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია 23 აგვისტომდე შეუძლიათ.
ჩემპიონატი სპორტსმენებისთვის ერთგვარი სამზადისია მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის, რადგან მონაწილეებს მსოფლიო სარეიტინგო ქულებიც ენიჭებათ. შეჯიბრება ბათუმში 2014 წლიდან იმართება.