ცოტახნის წინ, ბათუმში ბარცხანის დასახლებაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი.
მედიკოსების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო ის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. ასევე სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია