საგზაო შემთხვევა ბათუმში,26 მაისის ქუჩაზე. მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსრიალდა. დაშავებულია მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს მუხლი აქვს დაზიანებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია