ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმში - პროექტის მიხედვით ინასარიძის ქუჩის ნაწილი, ასევე ჯავახიშვილის, აბუსერიძისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი და ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობა.
ამ ეტაპზე ინასარიძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა და ტროტუარები კეთდება. დაგეგმილია გარე განათების მონტაჟი და ასფალტის საფარის დაგება. მერიის ინფორმაციით მოეწყობა სკვერიც. სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. პროექტისთვის ღირებულება 4 მილიონ 632 ათასი ლარია.