''დინამო’’ ბათუმის ფან-კლუბი ''შავი ზღვის მეკობრეები’’ იუბლარია

17 აგვისტო 2019, 13:33 4112 ნახვა

8 წლის წინ,  2011 წლის 17 აგვისტოს,  ,,დინამო’’ ბათუმს ორგანიზებულად მხარს უჭერდა და ქომაგობდა რამდენიმე ადამიანი.

შემდეგ ჯგუფმა   „შავი ზღვის მეკობრეები“ დაირქვეს. ,,დინამოს’’ ფან-კლუბი დაარსების დღე ს17 აგვისტო ითვლება.

8 წლის განმავლობაში ‘’მეკობრეებმა’’ კლუბთან ერთად დიდი და რთული გზა გაიარეს.

,,ერთად დავბრუნდებით უმაღლესში’’, - ეს ,,მეკობრეების’’ პირველი ბანერი იყო. მართლაც, მალევე დაბრუნდა გუნდი ერთგულ გულშემატკივართან ერთად მაშინდელ უმაღლეს ლიგაში.

ფანკლუბს თავისი არსებობის მანძილზე ბევრი საინტერესო ამბავი გადახდენია "დინამოს" თამაშებზე. 2012 წლის 19 დეკემბერს, ,,დინამო’’ სტუმრად ,,მცხეთა პარკზე’’  ,,ვიტ ჯორჯიას’’ ესტუმრა. დიდი თოვლის გამო, საჭირო გახდა მოედნის საფარის გაწმენდა. სტადიონის პერსონალმა მინდორის გაწმედნა დაიწყო, თუმცა უხვი ნალექის  გამო  დიდი დრო სჭირდებოდა. საფრთხე შეიქმნა მატჩი გადადებულიყო. ,,შავი ზღვის მეკობრეები,’  ,,ვიტელების’’  სტადიონის პერსონალს საფარის გაწმენდაში დაეხმარნენ და მატჩი ჩატარდა. ის შეხვედრა ,,დინამომ’’ ფრედ 1:1 ითამაშა.

,,შავი ზღვის მეკობრეებს’’ ’ საშინაო თუ გასვლით შეხვედრებზე  დასასწრებად დიდი მანძილის გავლა უწევდათ. ბათუმური კლუბი, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, საშინაო მატჩებს ქობულეთში ,,ჩელე არენაზე’’ ატარებდა .

2015 წელს კი, ,,დინამო’’ ვიცე-ჩემპიონი გახდა და  ,,შავი ზღვის მეკობრეებმა’’ საყვარელ კლუბს პირველად უგულშემატკივრეს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

2016 წლის თებერვალში, თურქეთში ბათუმის ,,დინამო’’ შეკრებაზე  გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადებოდა.  პარალერულად საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებს ატარებდა. ,,მეკობრეებმა’’ მატჩზე დასასწრებად 1500 კილომეტრი  გაიარეს და  საყვარელი კლუბი გაამხნევეს, ფეხბურთელებისთვის ერთგული გულშემატკივარის ბელეკში დანახვა ნამდვილი სიურპრიზი იყო.

2017 წლის 5 მაისს კი,10 წლიანი  პაუზის შემდეგ, ბათუმში დიდი ფეხბურთი დაბრუნდა და ,,დინამომ’’   ბათუმის  ‘’რაგბი არენაზე’’ ითამაშა. ბათუმში დაბრუნების შემდეგ ფანკ-ლუბის წევრთა  და კლუბის გულშემატკივართა რაოდენობა  გაიზარდა.

დღეს ,,შავი ზღვის მეკობრეები’’ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფანკლუბია. გულშემატკივრები გამოირჩევიან მათი რაოდენობით , შეძახილებით  და ერთგულებით. ,,დინამოს’’ თამაშის გარდა ცალკე სანახაობად იქცა "ანგისის ბაზაზე" ,,მეკობრეების’’ გულშემატივრობა - პიროშოუ და პერფრომანსი. ასევე, აღსანიშნავია მათი კრეატიული მოზაიკები და ბანერები.

გულშემატკივრობასთან ერთად კი ფანკლუბი ყოველი მატჩის დროს გმობს რუსულ აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.  მათ სექტორზე ხშირად შეხვდებით ანტისაოკუპაციო ბანერებს.

და ბოლოს, 2019 წელს, ,,ანგისის ბაზაზე’’ მოიხსნა საქართველოს ჩემპიონატის ბოლო წლების რეკორდი. მიმდინარე სეზონში, 11 მაისს, ,,დინამო’’ ბათუმი თბილისის ,,დინამოს’’ დაუპირისპირდა და  შეხვედრას 8 000 გულშემატკივარზე მეტი დაესწრო.

 

მომავალი წლიდან  ,,შავი ზღვის მეკობრეებს’’ თანამედროვე სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლ საფეხბურთო სტადიონზე შეეძლებათ უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ საყვარელ კლუბს.

საინტერესო დამთხვევაა სწორედ ,,მეკობრეების’’ იუბილეზე,  დღეს ,,დინამო’’ ბათუმი საშინაო არენაზე საჩხერის ,,ჩიხურას’’ დაუპირისპირდება. ფან-კლუბისთვის  იუბილეზე კი საუკეთესო საჩუქარი მორიგი 3 ქულა იქნება.

მატჩი ,,ანგისის ბაზაზე’’ 21:00 საათზე დაიწყება. 23 ტურის შემდეგ ,,დინამოს’’ 43 ქულა აქვს და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე პოზიციას იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში