Check in Georgia- ს ფარგლებში დღეს ბათუმის კორტებზე მორიგი კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული როკ-ჯგუფი “Звери” ბათუმში აღარ ჩამოვიდოდა. ქართული მხარე, კომპანია GTS Group-ი მიზეზად ჰონონართან დაკავშირებულ გაუგებრობას ასახელებს. იგივეს წერს თავად მუსიკოსი, საკუთარ ფეისბუქში. ჩვენ დამატებითი დეტალების გარკვევას ვეცადეთ.