ბათუმში შერეულ ორთაბრძოლებში რიგით მე-8 საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც 3 ქვეყნის 14 მებრძოლი მონაწილეობდა. მაყურებელმა 7 სანახაობრივი ბრძოლა იხილა. მათგან 6 ქართველი მებრძოლების ტრიუმფით დასრულდა.
ქართველმა მებრძოლეებმა ასოციაცია "მგლების" ქამარი მოიპოვეს, დაიცვეს და დაკარგულიც დაიბრუნეს. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა და ირანის წარმომადგენელი დაამარცხა დებიუტანტმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში დავით მოძმანაშვილმა.