რუსების საოკუპაციო რეჟიმის მიერ წართმეულ სახლს შლის გივი რაზმაძე - მას ორი დღე მისცეს, მერე მის სახლში ვეღარ შევა

16 აგვისტო 2019, 11:38 2207 ნახვა

ფოტო: მზია მართალიშვილი

გორი, გუგუტიანთკარი 2019 წლის 16 აგვისტო

"გამაქვს ყველაფერი, რკინა და სამშენებლო მასალები. აბა ამათ ხომ არ დავუტოვებ მამაპაპის ნაწვალებს? ახალ სახლს თუ ავაშენებ ოდესმე, იქ გამოვიყენებ" - ამბობს გივი რაზმაძე. 

რუსი ოკუპანტების მიერ, გუშინ უკანონოდ გავლებული ახალი საზღვრის მიხდვით, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ორი საცხოვრებელი სახლი და მიწა მოექცა.  სახლი და მიწა გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახებს წაართვეს, ერთ დღეში ისინი საკუთარ ტერიტორიაზე დევნილებად იქცნენ. 

რაზმაძეების ოჯახს, ორი დღე რჩებათ სახლის დასაშლელად. შემდეგ კი ტერიტორიაზე სადაც ამ დრომდე ცხოვრობდნენ მათთვის დაიხურება და ვეღარ შევლენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში