6 დასახელების პროდუქტში სააგენტო დამატებით კვლევებს ჩაატარებს-სეს

16 აგვისტო 2019, 10:16 1427 ნახვა

6 დასახელების სურსათში , რომლებშიც  „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად  აკრძალული საღებავები დაფიქსირდა სურსათის ეროვნული სააგენტო  დამატებით ლაბორატორიულ კვლევას ჩაატარებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს აქტიურად ახორციელებს. გატარებული ღონისძიებების შედეგად, წითელ წიწაკაში (ძირითადად იმპორტირებული) გამოვლინდა აკრძალული საღებავების შემცველობის არაერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი რეაგირება - პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაგეგმილია სურსათში აკრძალული სინთეზურ საღებავების ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება. ნიმუშების კვლევა ლატვიის რესპუბლიკაში, „ბიორის“ ლაბორატორიაში ჩატარდება.“- წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოში ამბობენ, რომ ისინი სუნელებში აკრძალული ნივთიერების „სუდანი-1“ დაკავშირებით კვლევებს 2017 წლიდან ახორციელებენ.

„2018 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარდა კონკრეტული ღონისძიებები ბაზრიდან მავნე პროდუქციის ამოღებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე მოხდა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაც. 
ამასთან, ჩატარებული მოკვლევისა და ევროპის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს მიერ განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი საწარმოებში, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დაეკისრა საჯარიმო სანქციები, მოხდა პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება''-ვკითხულობთ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი