ევროპაში სატრანსფერო ციებ-ცხელება გრძელდება, ნახეთ ცნობილი ფეხბურთელები თავისუფალი აგენტების სტატუსებით

15 აგვისტო 2019, 12:27 1987 ნახვა

ევროპაში სატარანსფერო ციებ-ცხელება გრძელდება და კლუბები ახალი სეზონისთვის ძლიერდებიან. ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის პერიოდში ბევრი ძვირადღიებული და საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. წარმოგიდგენთ ცნობილ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ დროისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ და უგუნდოდ არიან.   

ამ სიაში ყველაზე ცნობილი წარმომდგენლები 29 წლის მარიო ბალოტელი და  36 წლის ფრენკ რიბერია.  29 წლის ბალოტელის ნიჭის  მიუხედავად, ფეხბურთელის კარიერა მისი ხასიათის გამო  კარგად ვერ წარიმართა. 36 წლის რიბერი კი ..ბაიერნიდან’’ წამოვიდა და ახალი  კლუბის ძიებაშია. როგორც ფრანგმა განაცხადა, მას არ სურს საფრანგეთში და გერმანიაში ასპარეზობა, სადაც მისი ყოფილი გუნდებია.

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელთა დამატება უფასოდაა შესაძლებელი:

  1. მარიო ბალოტელი    -   29 წლის
  2. დანიელ სტარიჯი     -   29 წლის
  3. ჰატემ ბენ არფა           -   32 წლის 
  4. ვილფრიდ ბონი         -   30 წლის
  5. ფრენკ რიბერი            -   36 წლის
  6. ფერნანდო ლორენტე -  34 წლის
  7. კლაუდიო მარკიზიო  - 33 წლის
  8. ფაბიო კოენტრაო         - 31 წლის
  9. იგნაციო აბატე              - 32 წლის
  10. იოჰან გურკუფი           -  33 წლის  

ტოპ ჩემპიონატებიდან  სატრანსფერო ფანჯარა მხოლოდ  ინგლისის პრემიერლიგაში დაიხურა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი