სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში 170 ათას 128 ლარის ღირებულების არადეკლარირებული 2 კილოგრამზე მეტი ოქროს საიუველირო და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს.