საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უმრავლესობაც დაასახელებს

29 აგვისტო 2016, 00:00 2047 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უმრავლესობაც დაასახელებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, მოქმედი მოსამართლეების ნაწილი საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, თუმცა მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ არჩეული მოსამართლე უფრო კვალიფიციური იქნება. კვოტით განსაზღვრულ უფლებას გამოიყენებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს 1-ელ სექტემბრამდე პარლამენტის თავმჯდომარეც დაასახელებს. სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცო

ამავე კატეგორიაში