70 მილიონიდან 30 დამხვდა, ეს "დაკიდებული" ვალებია - ნიკა გვარამია

12 აგვისტო 2019, 16:22 2374 ნახვა

გვარამიას თქმით, ბრალდება, რომ ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის დროს 70 მილიონამდე დავალიანება დაგროვდა, სრული სიცრუეა. გვარამიას თქმით, მას 30 მილიონამდე ვალი დახვდა.

„ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები. პაატა სალია საერთოდ არაფრის მცოდნე არ არის ქვეყნის ზურგზე, არის ერთი საშუალო ხარისხის კლერკი, იურისტი, არც მაგის კარგი ადვოკატობა გაუგია ვინმეს, არც რამე გამოჩენილი გაუკეთებია ცხოვრებაში. ვინ არი? არავინ....

ამ 70 მილიონიდან 30 არის ე.წ. დაკიდებული ვალები, პრაქტიკულად უმრავლესობა არის  მკვდარი სესხები ან ჩასხმები პარტნიორთა ვალებად გაფორმებული. ეს დამხვდა მე, არც მიმიქცევია ყურადღება, მეტი საქმე არ მქონდა, მომაკვდავ კომპანიაში, დაკიდებულ ვალებს ვუყურებდე.

ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მილიონი საგადასახადო დავალიანება, დიახ ყადაღით მიყენებული ზიანია ესეც მათ შორის. 2015 წლის ყადაღის შემდეგ, როცა კომპანია ვერ მიდის ბანკში.“ - განაცხადა  ნიკა გვარამიამ.

მანამდე კომპანიის ახალმა მფლობელმა და მენეჯერმა თქვეს, რომ რუსთავ2-ში ფინანასური კრიზისია და ტელეკომპანია უნდა გაიყიდოს. პაატა სალიას განცხადებით, ნიკა გვარამია სავარაუდოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში, მიზანმიმართულად აკოტრებდა კომპანიას. მათი მტკიცებით კომპანიას 70 მილიონი ვალი აქვს,  აქედან 27 მილიონი საბიუჯეტო დავალიანებაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი