არქივი გაყიდულა ბევრჯერ კომპანიის შემოსავლებისთვის-ნიკა გვარამია

12 აგვისტო 2019, 16:08 1893 ნახვა

"რუსთავი 2"- ის ყოფილი გენერალური დირექტორი  ტელეკომპანიის ახალი დირეტქორის განცხადებას ეხმიანება. ნიკა გვარამიას განმარტებით, ტელეკომპანიის არქივი არაერთხელ გაყიდულა. 

"არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაყიდულა რამდენიმეჯერ და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს, არარაობავ, ისწავლე, რას ნიშნავს კომერციული საქმიანობა და სად იმყოფები, არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ  ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტელევიზიის დირექტორი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ ტელეკომპანიისა და არქივის დახურვაში  პაატა სალია დაადანაშაულა და დაემუქრა კიდეც.

"არქივი დახურე  შენ პირადად პაატა სალია, შენი სახელით და გვარით, დახურე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ამიტომ აგეხევა სახე. აუცილებლად, გპირდები, ჩემგანაც პირადად და ქართული საზოგადოებისგანაც.

ვერფარეს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში როგორც კი ქოცები  წავლენ.  პირობას გაძლევ, ვერაფერს, ქუჩაში ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენს ფეხქვეშ. ქუჩაში ვერ გამოხვალ შენ არარაობა, საქართველოში ვერ იცხოვრებ-განაცხადა  ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განცხადება "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მანამდე კომპანიის ახალმა მფლობელმა და მენეჯერმა თქვეს, რომ რუსთავ2-ში ფინანასური კრიზისია და ტელეკომპანია უნდა გაიყიდოს. პაატა სალიას განცხადებით, ნიკა გვარამია სავარაუდოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში, მიზანმიმართულად აკოტრებდა კომპანიას. მათი მტკიცებით კომპანიას 70 მილიონი ვალი აქვს,  აქედან 27 მილიონი საბიუჯეტო დავალიანებაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი