ბულვარში მოპედი სავაჭრო ობიექტს დაეჯახა. მოპედს ტურისტი მართავდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად ადგილზე დასაქმებული ქალი და ბავშვი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვს ფეხი ჰქონდა მოტეხილი.
ელექტრომობილებისა და სკუტერების ბულვარში გადაადგილება კონტროლდება, თუმცა მსგავსი შემთხვევა ერთი კვირის წინაც მოხდა. სკუტერს არასრულწლოვანი მართავდა და ფეხითმოსიარულეს დაეჯახა. ბულვარის ადმინისტრაციამ აკრძალვის შემდეგ პირველადი ჯარიმა 20 ლარი შემოიღო. თავად გამქირავებლები ამბობენ, რომ ტურისტებს აფრთხილებენ, ამის მიუხედავად ისინი აკრძალულ ზონებში მაინც შედიან.