მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დასრულდა

09 აგვისტო 2019, 18:03 1671 ნახვა

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2019”, რომელსაც საქართველომ წელს მეცხრედ უმასპინძლა, დასრულდა. კულმინაციურ სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის მე-2 კავალერიის პოლკის მე-2 ბატალიონი მონაწილეობდა, რომელიც  საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულით იყო გაძლიერებული. მათ  ბატალიონის თავდაცვითი ოპერაცია საბრძოლო სროლებით განახორციელეს.

საჩვენებელი წვრთნა ვაზიანის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული, პოლონური და ბულგარული სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ერთობლივი სწავლებით - „ბრძოლა ქალაქში“ გაგრძელდა.
 

წელს მრავალეროვნული სწავლება ''Agile Spirit 2019'' სამ ლოკაციაზე - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში პარალელურად მიმდინარეობდა.   სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრო მონაწილეობდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი