8 აგვისტოს 11 წლისთავი გაიხსენეს აჭარაშიც. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, პატივი მიაგეს დაღუპული გმირების საფლავებს, ახალი მემორიალი გაიხსნა ცეცხლაურში.
„საქართველო ვერ დანებდება ოკუპაციას და მიზანმიმართული, რაციონალური მიდგომით შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“ -  აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.  
ოფიციალურ პირებთან ერთად დაღუპული მეომრების საფლავებზე მათი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.