განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

28 აგვისტო 2016, 00:00 12970 ნახვა

ქობულეთში 25 აგვისტოს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის  საქალაქო სასამართლომ  აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს ბრალი განძრახ მკვლელობაში ედება. დაცვის მხარის განცხადებით, არჩილ ტოტოღაშვილზე თავდასხმა განხორციელდა, ჩხუბის დროს კი ის თავს იცავდა. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულს  სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება და ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.  მის ინტერესებს რამინ პაპიძე და ზვიად მარკოიძე იცავენ. წინასასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს  11 საათზე ჩაინიშნა. ბრალდებული ქუთაისის ნომერ მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

შეგახსენებთ, შემთხვევა ქობულეთში 3 დღის  წინ  მოხდა. ახალგაზრდების   შორის  დაპირისპირების  შედეგად    ერთი გულმკერდის  არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, კიდევ სამ  ახალგაზრდას კი ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის  სხვადასხვა  ნაწილზე  აქვს მიყენებული. დაჭრილებს  შორის ერთ  ერთი პოლიციის თანამშრომელია.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში