რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი გამოკითხვის ოქმის გასაცნობად სასამართლოში იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყება "რუსთავი2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, კომპანიის საზიანო ქმედებას ედავება, მათ შორის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვას.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს უკანონო პროცესი. ამბობს, რომ გამოძიება მის მიერ დაანონსებულ ტელევიზიის შექმნას უკავშირდება.