მაშველებმა სათაფლიას ტყეში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს

07 აგვისტო 2019, 10:08 1345 ნახვა

წყალტუბოში, სათაფლიის ტყეში ორ მოქალაქეს გზა აებნა და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა. მოქალაქეებს მაშველების დახმარება დასწირდათ.  იმერეთის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფის მიერ ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად, სათაფლიის ნაკრძალში იპოვეს დაკარგული ორი მოქალაქე.

მეხანძრე-მაშველებმა ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გარდა, ჩართული იყო წყალტუბოს კრიმინალური პოლიციის ჯგუფი და სათაფლიის ნაკრძალის რეინჯერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში