პრემიერი პაპუაშვილის განცხადებას არარეალისტურს უწოდებს

28 აგვისტო 2016, 00:00 2060 ნახვა

პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მონათხრობი არარეალისტურს გავს. "ჩვენ შევხვდით და მოვუსმინე პაპუაშვილს. მას ჰქონდა ყველანაირი საშუალება, დაედასტურებინა ეს პროკურატურაში. მე არ მაქვს უფლება,  გავაკეთო პოლიტიკური კომენტარები, მაგრამ ეს ყველაფერი ჰგავს არარეალისტურ მონათხრობს"-აღნიშნა კვირიკაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გააკეთა განცხადებები, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. პროკურატურაში გამოიკითხნენ, როგორც მოსამართლეები, ისე პაპუაშვილი, თუმცა არც ერთ გამოკითხულ მოსამართლეს ზეწოლაზე არ უსაუბრია. 27 აგვისტოს კი, გიორგი პაპუაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ "ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკანასკნელ  პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. 

ამავე კატეგორიაში