ბათუმში საფეხბურთო სტადიონის ფასადის შეფუთვა სრულდება

06 აგვისტო 2019, 17:03 2063 ნახვა

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო  სტადიონის ფასადის შეფუთვა თითქმის დასრულებულია.  სადრენაჟე სისტემის მოწყობა თვის ბოლოს, მინდვრის საფარის დაგება კი სექტემბერში დაიწყება. 

სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ანაგი" აწარმოებს.  კომპანიაში  ამბობენ, რომ  სტადიონის მშენებლობა წინსწრებით მიმდინარეობს და შესაძლოა ის 2020 წლის თებერვალში დასრულდეს.

მათივე თქმით, 2019 წლის იანვარში ან თებერვალში ტექნიკური სამუშაოების ტესტირება მოხდება.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის საერთო ღირებულება თითქმის 100 მილიონი ლარია

ბათუმში სტადიონის მშენებლობა 2018 წლის 21 იანვარს დაიწყო.  პროექტის თანახმად  მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში