განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქმე

28 აგვისტო 2016, 00:00 2758 ნახვა

ბათუმის  საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ქობულეთში 25 აგვისტოს მომხდარ მკვლელობასთან  დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მკვლელობასი ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. 21 წლის  ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ შემთხვევიდან მეორე დღეს  დააკავა.  მას  ბრალად ედება ერთი ახალგაზრდა მამაკაცის  განზრახ მკვლელობა, თუმცა შესაძლოა  ბრალი დაუმძიმდეს,  თუ გარჩევის მონაწილე   კიდევ სამი ახალგაზრდის  დაჭრა  დაუდასტურდება. შემთხვევა ქობულეთში 3 დღის  წინ  მოხდა. ახალგაზრდების   შორის  დაპირისპირების  შედეგად    ერთი გულმკერდის  არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, კიდევ სამ  ახალგაზრდას კი ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის  სხვადასხვა  ნაწილზე  აქვს მიყენებული. დაჭრილებს  შორის ერთ  ერთი პოლიციის თანამშრომელია. დაპირისპირების მონაწილეები საფეხბურთო კლუბ  “შუქურას” ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები არიან.

ამავე კატეგორიაში