2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ათი ცვლილება შედის საარჩევნო კანონმდებლობაში. ინიციატორი სახელისუფლებო პარტიაა, თუმცა ელოდებიან ოპოზიციის მხარდაჭერას. სამუშაო ვარიანტი მმართველი გუნდის წევრებმა დღეს გააცნეს ოპონენტებს.
ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც უმცირესობა მმართველ გუნდთან თანხმდება არჩვენების პროპორციული წესით ჩატარებაა. თუმცა არ მოსწონთ რეგულაციები, რომლებიც სიძულვილის ენის აკრძალვასა და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას ეხება.