ბათუმში, 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს. პოლიციამ 1980 წელს და 1963 წლებში დაბადებულებისგან უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბი „მდმა“ და გამომშრალი მარიხუანა, მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი - ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.