გაიგეთ აჭარის სანაპირო ზოლში სად არის ზღვის წყალი ყველაზე სუფთა

02 აგვისტო 2019, 18:34 21220 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის აკვადორიაში წყალი სუფთაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მოლუსკებისა და კიბოსნაირების არსებობა სანაპირო წყლების ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოზე მიუთითებს.

მონიტორინგი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით  ტარდება. 

''კვლევების მიხედვით, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ბიომრავალფეროვნების კუთხით დადებითი ტენდენციები ფიქსირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის აკვატორიული წყლები, სადაც მოლუსკებისა და კიბოსნაირების არსებობა სანაპირო წყლების ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოზე მიუთითებს.

შავი ზღვის თვითაღდგენის პროცესზე მიუთითებს ევროპული ხამანცკის გამოჩენაც, რომელიც 40-იანი წლებიდან აღარ დაფიქსირებულა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ფიქსირდება თევზის 125 სახეობა, მათ შორისაა, წითელ წიგნში შეტანილი ზუთხისებრთა წარმომადგენლების 4 სახეობა'' - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შავ ზღვაში აღებულ წყლის სინჯებში ლითონების კონცენტრაციების დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

''შავი ზღვის, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ზღვის დაბინძურების მთავარ მიზეზად ადამიანების ზემოქმედება რჩება. 21-ე საუკუნის გამოწვევად კი, პლასტიკით დაბინძურება განიხილება. შავ ზღვაშიც აღმოჩენილი მყარი ნარჩენების თითქმის 83% პლასტმასზე და მიკროპლასტიკზე მოდის'' - განმარტავენ სპეციალისტები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი