გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ სცნო

02 აგვისტო 2019, 13:00 5648 ნახვა

ბათუმელი სპორტსმენის, გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები, შოთა შანიძე, გიორგი სეხნიაშვილი და ლევან მოისწრაფიშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს მეორე ინსტანციამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

ლევან მოისწრაფიშვილს 9 წელი, გიორგი სეხნიაშვილს 11, ხოლო შოთა შანიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ერთი მსჯავრდებული, შოთა შანიძე დაესწრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მის ადვოკატებს დაუკავშირდა. ბრალდების მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წელს, სასტიკად ცემეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. შოთა შანიძე და კიდევ ორი პირი 2015 წელს გაასამართლეს. გარდაცვლილის ოჯახს მიაჩნია, რომ გიგა ფარტენაძის მკვლელობის დროს საკანში ამ სამი პირის გარდა, სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ გამოძიებამ ხელი დააფარა.

გიგა ფარტენაძის ოჯახი მკვლელების მფარველობისთვის ახლაც ითხოვს  ციხის მაშინდელი ადმინისტრაციისა და ბადრაგის წევრების დასჯას.

პატიმარმა შოთა შაინიძემ ციხეში ყოფნის დროს თვითმკვლელობაც სცადა.

 

 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში