შეუძლია ნერვიულობის გარეშე გამოკითხვაზე მშვიდად მივიდეს - ჩუგოშვილი გვარამიას 

01 აგვისტო 2019, 18:11 1477 ნახვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, კითხვებზე პასუხის გაცემა ყველას მოქალაქის ვალდებულებაა.

''ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება რომ საგამოძიებო სამსახურის კითხვებს პასუხი გასცეს. მას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს. თუ მას პასუხები აქვს, პასუხები საგამოძიებო ორგანოს წარუდგინოს და მათი შესაბამისი რეაგირება ექნებათ. მედიის საშუალებით მსმენია, რომ ტელევიზიას გარკვეული ფინანსური დარღვევები თუ პრობლემები აქვს, მაგრამ ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. განმარტება საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გააკეთონ“, – ამბობს ჩუგოშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი