საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გადახედვას იწყებს.
კომისიის სხდომა დღეს, 1 აგვისტოს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
კომისიის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, ტარიფის დაანგარიშება იწყება შემდეგი კომპანიებისთვის: "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" (ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა), „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“, „ენერგოკავშირის“, შპს „ვარკეთილაირის“, სს „საჩხერეგაზის“, შპს „ტაბას“, შპს „არზუ გაზისა“ და შპს „თელავგაზისთვის“.
დასავლეთ საქართველოს, მათ შორის აჭარას ბუნებრივი აირით ''სოკარ ჯორჯია გაზი'' ამარაგებს.