მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტო ხაფანგმა მურა დათვი დააფიქსირა. რამდენიმე დღის წინ კი ორი შველი.
პარკის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და წელს პარკში შველი მომრავლებულია.
მაჭახელას ეროვნულ პარკში ცხოველებზე მონიტორინგის მიზნით ათეულობით ფოტო-ხაფანგია დამონტაჟებული.