სარფში დღეს კოლხობის სახალხო დღესასწაული გაიმართება. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სცენა, სადაც 16 საათიდან ქართული ფოლკლორული ნომრები შესრულდება. პარალელურად გონიოს ციხეში ფოტოგამოფენა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა მოეწყობა. კოლხობა წელს 39-ედ იმართება. დღესასწაულში ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სენაკის, ჩხოროწყუსა და აბაშის მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფები.