საქველმოქმედო კონცერტები ვაჟა ცისკარიძის დასახმარებლად

27 აგვისტო 2016, 00:00 3211 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დღეს და 29 აგვისტოს ვაჟა ცისკარიძის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება. დღეს საქველმოქმედო საღამოს აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ლეგენდარული შოუთი” გახსნის. 29 აგვისტოს კი “მეგობრები მეგობრისათვის” კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები. შეგახსენებთ, ვაჟა ცისკარიძეს საზღვარგარეთ ძვირადღირებული, გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. დახმარების მსურველებისთვის გახსნილია საბანკო ანგარიშები.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში