სამძებრო სამუშაოები გონიოში

27 აგვისტო 2016, 00:00 2684 ნახვა

მე-11 დღეა გონიოს სანაპირო ზოლში ორი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ოპერაციაში ჩართულია თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები, მყვინთავები, მცურავი საშუალებები და ავიაცია. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რჩება თურქული მტრალავი ხომალდი, რომელიც სიღრმისეულ საძიებო სამუშაოებს ასრულებს. ორი სამხედრო შავ ზღვაში 16 აგვისტოს სამხედრო სწავლების დროს დაიკარგა. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში