ოქრუაშვილს ბრალი წაუყენეს- შეფასებები

27 ივლისი 2019, 15:20 1532 ნახვა

''გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2 დღის წინ, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. ადვოკატის განცხადებით, მტკიცებულებებში, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია. ბრალდებას, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გავლენიან პოლიტიკოსზე შურისძიებას  უწოდებენ. ოპოზიციაში. აქ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას, „რუსთავი 2-ის“ საქმესაც უკავშირებენ.

ირაკლი ოქრუაშვილისთვი ბრალის წარდგენას, ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან შურისძიებას უწოდებენ. ოპონენტების ბრალდების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ ვინმე დააკავეს, არა იმისთვის, რომ პოლიტიკური აქტივისტები ან პარტიის წევრები არიან. არამედ კონკრეტულ დანაშაულში ედებათ ბრალი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი