ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან დაიწყება

24 ივლისი 2019, 15:36 1863 ნახვა

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან დაიწყება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. მისივე თქმით, შედეგების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მოხდება იმის დადგენა თუ ტესტების რომელი ვარიანტი იყო უფრო მეტად რთული. 

გორგოძემ გამოცდიდან მოხსნის შემთხვევებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ასეთი ფაქტები წელსაც დაფიქსირდა, თუმცა ძალიან ცოტა. 

"მოხსნის ფაქტები ძირითადად უკავშირდებოდა იმას, რომ აბიტურიენტებს ჰქონდათ მცდელობა  გამოცდაზე მობილური ან დამხმარე მასალა შეეტანათ. ორი შემთხვევა იყო როცა პირი, სხვა პირის ნაცვლად ცდილობდა გამოცდაზე შესვლას. ამ შემთხვევაში დაზარალდა როგორც ეს აბიტურიენტი, რომელიც მოიხსნა გამოცდიდან, ასევე ის პირი, რომელიც მას ეხმარებოდა. ორივე მათგანზე ახლაა საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება"-განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს  რეგისტრირებული აბიტურიენტების 95%-ზე მეტი გამოცხადდა, გაზრდილია გამოცდებზე პედაგოგების გამოცხადების პროცენტული მაჩვენებელიც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში