აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას საარჩევნო პერიოდში თანამშრომლების აყვანა დამოუკიდებლად შეეძლება - გადაწყვეტილება დღეს აჭარის უმაღლეს საჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. გარდა ამისა დღესვე კანონში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საუბნო კომისიებისა და საოლქო კომისიის წევრებზე მაქსიმუმ 50 პროცენტიანი დანამატის გაცემა იქნება შესაძლებელი. ცვლილებები აჭარის უმაღლესი საბჭოს შესახებ კანონში საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე შევიდა.