სამედიცინო განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია ბათუმში მე-18 პოლიპროფილურ კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიების მიზანია უწყვეტი სამედიცინო განათლება და პირველადი ჯანდაცვის ეფექტურად განხორციელების მიზნით პრაქტიკოს ექიმებს შესაბამისი ცოდნა მიაწოდონ.
კონფერენციაზე ითქვა, რომ მედიკოსები ხშირად სარგებლობენ სამედიცინო ლიტერატურით , რომლებშიც დაგროვილია არასარწმუნო ინფორმაცია რაც ექიმების განცხადებით განპირობებულია ჯანდაცვის ტოტალური კომერციალიზაციით. მიაჩნიათ, რომ არარაციონალური ჯანდაცვის სისტემა უნდა შეიცვალოს.