მკვლელობა ქობულეთში

26 აგვისტო 2016, 00:00 5877 ნახვა

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის მიზეზებზე თვითმხილველები ვერ საუბრობენ. თუმცა ამბობენ, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან მეგობრობდნენ. ბოლო რამდენიმე დღის წინ კი მათ შორის კიდევ ერთი დაპირისპირება ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოხდა. უთანხმოების მიზეზებს ვერც სავარაუდო ბრალდებულის ოჯახის წევრები ასახელებენ. შემთხვევა ქობულეთში გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი  ახალგაზრდა. მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელს. პოლიციელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა 21 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ სოფელ აჭში დააკავეს. გამოძიება 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ოთხი დაზარალებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროსთვის სტაბილურია.  

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი