ბათუმში დავაკავეთ დედა და დეიდა, რომლებიც არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ - შსს

22 ივლისი 2019, 15:56 4694 ნახვა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, ბათუმში ორი პირი დააკავეს. ბრალდებულები, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობით, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ. მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს კი მთლიანად ითვისებდნენ.

დაკავებულია ბავშვების დედა და დეიდა. 

''სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი