ქობულეთში, სოფელ გვარასთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის დროს მოქალაქეები არ დაშავებულან.
სამართალდამრღვევი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.