ბათუმში, ადვოკატთა უფლებების დაცვასა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა კონფერენციაზე, ადვოკატთა უფლებების დაცვის კუთხით საკანონმდებლო და უწყებრივ დონეზე შესასრულებელი სამუშაოები განიხილეს.
აჭარაში მოღვაწე ადვოკატები ამბობენ, რომ პოლიციასთან და პროკურატურასთან თანამშრომლობის კუთხით, ხშირად პრობლემები ექმნებათ. ზაზა პაპიძის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაუყოვნებლივ ნახვის შესაძლებლობა არ ეძლევა. კონფერენცია „ქართული ადვოკატურა 100 წლისაა“ ფარგლებში გაიმართა.