ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ ''რუსთავი 2''-ის ქონების დაყადაღება მოხდეს - ოქრუაშვილის ადვოკატი

19 ივლისი 2019, 11:41 1543 ნახვა

ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის წილების დაყადაღების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ადვოკატის თქმით, აქვთ მტკიცებულებები, საიდანაც დასტურდება, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წილები თავად შეიძინა, დოკუმენტებში კი ქიბარ ხალვაში გააფორმა.

''ამ შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ ტელეკომპანიის წილი შეძენილი იქნა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ, ქიბარ ხალვაშის სახელით, ასევე ადასტურებს ქიბარ ხალვაში, რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს და არა მას. ამასთან ადასტურებს იმას, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა რაიმე სახის ქმედება ''რუსთავი 2''- თან დაკავშირებით და თუ ამ შეთანხმებას დაარღვევდა იგი ვალდებული იყო, ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაეხადა 7 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმის სახით.ეს პირობა დღეის მდგომარეობით დარღვეულად ითვლება, რადგან მისი ქმედებები არ ყოფილა შეთანხმებული ირაკლი ოქრუაშვილთან.

დოკუმენტში საუბარია ასევე სასესხო პირობებზე, დავალიანებებზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილისთვის უნდა გადაეხადათ 2015 წლამდე. არ იყო გადახდილი ეს დავალიანება. შესაბამისად მივმართეთ სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით. სწორედ ამ დოკუმენტის დედანი არის წარდგენილი დღეს სასამართლოში. რომელიც ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით გადაგზავნილი იქნა ექსპერტიზაზე, მაგრამ ბატონი ქიბარი არ მისულა ექსპერტიზაზე, რომ დატოვოს ხელმოწერის ნიმუშები.

მისი არგუმენტია, რომ დოკუმენტი არის ყალბი, მაგრამ სხვა რა თქვას აბა? უნდა რომ რაღაც გზებით დაამტკიცოს თავისი პოზიცია. ალბათ ორშაბათს უკვე გვექნება პასუხი ყადაღაზე'' - უთხრა ჟრნალისტებს ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა. 

ოქრუაშვილის ადვოკატის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქიბარ ხალვაშს ჰქონდა გაცხადებული,  რომ იგი აპირებდა ამ ქონების სხვისთვის გადაცემას არსებობს შიში იმისა, რომ შესაძლოა ეს სურვილი მას კიდევ ჰქონდეს. ამიტომ მივმართეთ სასამართლოს, რომ სანამ ეს დავა დასრულდება მოხდეს ყადაღის გამოყენება.

2016 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა ''რუსთავი 2'-თან საუბარში განაცხადა, რომ ტელეკომპანიის წილი ქიბარ ხალვაშს არასდროს ეკუთვნოდა და მისი მფლობელი თავად იყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი