ბრძოლა ფაროსანასთან - შეხვედრა საკოორდინაციო შტაბთან

17 ივლისი 2019, 10:11 1761 ნახვა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები და სამომავლო გეგმები განიხილეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. შეხვედრაზე, რომელსაც  ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდა, პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულების როლზე ისაუბრეს. ითქვა, რომ დღეის მონაცემებით, აჭარაში ცივი შესხურებით მეთოდით დამუშავდა ათას 870 ჰა ფართობი.

სოფლის ტერიტორიაზე დამონტაჟდა  5 ათასი  მოიზიდე და გაანადგურე სადგური და 362 მონიტორინგის ფერომონი. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად რეგიონებში მობილიზებულია 15 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი