ცხარე კამათისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წინააღმდეგობისა მიუხედავად, ბათუმის საკრებულომ „ბათუმი რივიერას“ პროექტი, „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიის მიერ 5 ცათამბჯენის მშენებლობის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო.
ტერიტორია, სადაც იგეგმება მშენებლობა „გეოგრაფიკის“ 2006 წლის დასკვნით ქალაქის ისტორიულ ზონაში შედიოდა, თუმცა შემდგომ ახალი დაგეგმარებით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული ზონების სიიდან ამოიღეს და დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ ახალი დასკვნით იხელმძღვანელეს, ბათუმის მერმა რომელიც პროექტის მხარდამჭერია, კავკასიის რეგიონის მასშტაბით მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.