მაშველებმა ყაზბეგში მყინვარწვერზე 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე ამოიყვანეს.
''შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა. ლიეტუველი ტურისტის დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფი''- წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მამაკაცი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს სადაც ამ დროისთვის, შესაბამისი მკურნალობა უტარდება.