 
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            მკვლელობა ქობულეთში. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, არსებული ინფორმაციით, მას გულის არეში ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. ჩვენი გადამღები ჯგუფი ცდილობს გაარკვიოს დააკავეს თუ არა მკვლელობაში ბრალდებული და რა გახდა მკვლელობის მიზეზი.შსს-მ საქმე 108-ე მუხლით აღძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დამნაშავის დაკავებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            