რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, როკ-ჯგუფი „ქრაში“ მსმენელის წინაშე წარსდგა. ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე, ყველასათვის ნაცნობი და ახალი მუსიკალური კომპოზიციები შესრულდა.
ბათუმელებს როკ-ჯგუფმა ქართული ფოლკლორის ყველასათვის ნაცნობი ვერსიები,მძიმე მეტალის ჟანრში ახლებურად წარუდგინა. კონცერტში სპეციალური სტუმრის სტატუსით, „მელომანიაკიც“მონაწილეობდა.