ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს გამოეთიშა

12 ივლისი 2019, 15:31 1354 ნახვა

ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე ნაგოია ბაშოზე ასპარეზობას დაასრულებს. მას ხუთიდან ხუთი ბრძოლა აქვს წაგებული და ტრავმის გამო, ჭიდაობა ძალიან უჭირს. ქართველმა ოძეკიმ უკვე მიმართა იაპონიის სუმოს ასოციაციას.

ის წლის მეოთხე სუპერტურნირს შეწყვეტს. ტოჩინოშინი კადობანში ჩადგება და მას ოძეკის სტატუსის დაცვა სექტემბრის ბაშოზე მოუწევს.ლევანს სექტემბერში გასამართ ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 15-დან რვა ბრძოლის მოგება მოუწევს. მას მხრისა და მუხლის ტრავმა აქვს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი